კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ
კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევისგან დაიცავს. ცნობას კანადური მედია ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებული იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გადახონ. ამ თემაზე დღეს განცხადებები გაკეთდა საქართველოში. დეპუტატები ამბობენ, რომ კანადა არ არის პირველი ქვეყანა, სადაც ამ კანონის განხილვა მოხდება, ეს კანონი მიღებულია მათ შორის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. საბა ხვიჩია დეტალებით.
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
