პორტუგალია VS საქართველო
19 მარტს საქართველოს ეროვნული გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. თამაში ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგება, იქამდე კი ქართველი მორაგბეები პორტუგალიაში მზადების ფარგლებში რამდენიმე დღიან შეკრებას გაივლიან. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული 24 შეხვედრიდან 17 ქართველებმა მოიგეს, სამი ფრედ დამთავრა და ოთხ შემთხვევაში მეტოქემ გაიმარჯვა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 19 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
