საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა. ჩვენი ქვეყნის გუნდი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდა და 10:20 დამარცხდა. მეტოქემ სამ პერიოდში 18 ბურთი გაიტანა, ხოლო დასკვნითი მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა ხუთით ორი მოიგეს. საქართველო ბე ჯგუფში გამოდის, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი მონტენეგრო, ესპანეთი, ავსტრალია, სერბეთი და საბერძნეთი არიან. ჩვენი გუნდი ბე ჯგუფში ერთი მოგებით და 2 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 მარტს, საბერძნეთს შეხვდება.
