ლომჯარია ტელეკომპანია „იმედს“ არ აღიარებს
ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „ იმედს“ არ აღიარებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა - „აღარ ვაღიარებ ღიად რუსული პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ალტ ინფო“ და სხვები. ყველა ვინც იქ მუშაობთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ხართ ან ინსტრუმენტი, ან დეკორაცია რუსული პროპაგანდის.“ - ის ასევე ამბობს, რომ გამარჯობას არ ეტყვის იმ დეპუტატებს, რომლებმაც, პირველ მოსმენაზე გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
