ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ცერემონია
საქართველოს მასშტაბით „ფრანკო ფონია 2023-ის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ცერემონია განათლების სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებების ოფიციალური გახსნის ფარგლებში საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაც ჩატარდა. ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი კახაბერ ფარცვანია გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გამარჯვებული პედაგოგი ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის.
