ბაიდენმა ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლა. ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშროლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარედაჭერასთან ერთად ლიდერებმა მწვანე ინვესტიციებზე, ინფლაციის შემცირებაზე და ეკონომიკის გაჯანსაღებაზეც ისაუბრეს.
