კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ
კანადელი ლიბერალები უცხოური გავლენის რეესტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც კანადას შიდა საქმეებში უცხოურ ჩარევისგან დაიცავს. ცნობას კანადური მედია ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრით, მოქალაქეები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, ვალდებული იქნებიან, დამქირავებელ სახელმწიფოებთან ყველა სახის კავშირი ღია გადახონ. რეესტრის იდეა გამჭირვალობაა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, ჯარიმა და პატიმრობაა გათვალისწინებული.
