ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
