„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. რაც შეეხება ალტერანტიულ კანონპროექტს, ანუ მეორე ვარიანტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, ინიციატორებმა პარლამენტიდან სხდომის დაწყებამდე გაიწვიეს, კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს.
