საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა
რიგ ქალაქებში აქციები სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებით დასრულდა. მხოლოდ ათენში პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. თესალონკში კი მომიტინგეთა ცალკეულმა ჯგუფმა არეულობის დროს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობები დააზიანა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის არჩევის დღიდან, ეს საზოგადოების ყველაზე მასშტაბური პროტესტია.
