შსს-ს განცხადება
7 და 8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა. ამ ინფორმაციასთან ერთად, ძალოვანი უწყება ღამით გადაღებულ ვიდეო კადრებსაც ავრცელებს.
