შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “იგლ ჰილსის” დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და კურორტების განვითარების მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრეს.
