მიმდინარე კვირას პარლამენტში პლენარული სხდომები აღარ გაიმართება
მიმდინარე კვირას პარლამენტში პლენარული სხდომები აღარ გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე , უსაფრთხოების ზომები მოქმედებს. პარლამენტის სახელით ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა , სადაც აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციების დროს დაზიანდა საკანონმდებლო ორგანოს შენობა და ინფრასტრუქტურა. დაწყებულია ზარალის აღწერა .
