საპენსიო რეფორმა საფრანგეთში
საფრანგეთის სენატში საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას დაუჭირეს მხარი. ევროპული ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპენსიო ასაკის გაზრდის სასარგებლოდ ხმა 201-მა კანონმდებელმა მისცა. 115 კი წინააღმდეგი იყო. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დებატები დღეს გაგრძელდება. კანონმდებლებმა კანონპროექტის სადავო შესწორებები უნდა განიხილონ. პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები იმართება.
