გლობალური ფორუმი ბაქოში
აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა, გასული წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ევროპის ენერგეტიკულ რუკას - ეს განცხადება პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა, ბაქოში მიმდინარე რიგით მე-10 გლობალური ფორუმის გახსნაზე გააკეთა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ტრანსპორტირება ევროპაში და გაზის ექსპორტი წელს , 24 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.