ევროპის ჩემპიონატი 2024
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კვიპროსის ტელევიზია „სიგმამ“ თემურ ქეცბაიასთან ინტერვიუ ჩაწერა. მან ჯგუფში კვიპროსის ეროვნული გუნდის მეტოქეზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა არ უნდოდა. შესარჩევ ეტაპს ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსელები 25 მარტს სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებენ. 17 ივნისს კი საკუთარ სტადიონზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ.