ვითარება უკრაინაში
უკრაინა მტრის თავდასხმებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე, ბახმუტი რჩება, რომელზეც სრული კონტროლის დამყარებას საოკუპაციო ძალა ვერ ახერხებს. რუსული მხარე აცხადებს, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს, დასავლეთ ნაწილში კი, უკრაინული ძალები ამ დრომდე რჩებიან. პარალელურად, რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზე. ოკუპანტთა სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.