ბორელის ინიციატივა - მხარდაჭერა უკრაინას
ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების შესყიდვის ინიციატივით გამოდის. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, უკვე არსებული მარაგებიდან, საბრძოლო მასალებისთვის, მშვიდობის ევროპული ფონდიდან ერთი მილიარდი ევრო გამოიყოფა.
