დაპირისპირება პარლამენტთან
პარლამენტთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. უსაფრთხოების მიზნით რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩება პოლიცია. აღდგენილია ტრანსპორტის მოძრაობა. გრძელდება დასუფთავების სამუშაოები . პარლამენტთან ვითარება მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო. სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მშვიდობიანი აქცია აგრესიულ ქმედებებში კი მას შემდეგ გადაიზარდა რაც გიორგი ვაშაძემ შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა პარლამენტი ალყაში მოექციათ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
