საერთაშორისო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საერთაშორისო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ტელეკომპანია „ბიბისიმ“ მსოფლიო ახალი ამბების გამოშვება თბილისის მანიფესტაციის გაშუქებით დაიწყო. ვრცელ რეპორტაჟში ჟურნალისტი ამბობს, რომ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება სადავო კანონის დაჩქარებული წესით განხილვას მოჰყვა.
