შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის
შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის. პარლამენტის თავმჯდომარე, კომისიის პრეზიდენტს, პარლამენტში რეგისტრირებულ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის და ვენეციის კომისიას სთხოვს, მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.
