ევროპის ჩემპიონატი საქართველოში - ბილეთების გაყიდვა იწყება
საქართველოში გასამართი ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, ტურნირის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. რეალიზაციის პირველ ეტაპზე, 30 აპრილამდე, ბილეთები სპეციალურ ფასად, აბონემენტის სახით გაიყიდება, რომლითაც ერთიანად იქნება შესაძლებელი როგორც ჯგუფური ეტაპის თამაშებზე, ასევე მეოთხედფინალებზე დასწრება.
