აქციის მონაწილეები "სახალხო დამცველს" დაუპირისპირდნენ
აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს დაუპირისპირდნენ. ლევან იოსელიანი, რომელიც ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს. იოსელიანი აქციიდან პოლიციამ, ალეკო ელისაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურაჯანაძემ გაიყვანეს.
