ხმაურით გაიხსნა ბიუროს სხდომა
ხმაურით გაიხსნა ბიუროს დღევანდელი სხდომა . კამათის და დაპირისპირების მიზეზი ამჯერადაც პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტები გახდა. ოპოზიციის ნაწილმა აგენტების შესახებ მომზადებული ამერიკული პროექტის ვარიანტთან ერთად , ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა მოითხოვა.
