პრემიერ-მინისტრის კომენტარი
აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ქართული მხარე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დაელოდება. განცხადება ცოტა ხნის წინ ბერლინში ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა . კანონპროექტებზე საუბრისას პრემიერმა სხვა ქვეყნების პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და ქვეყანაში დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
