მარჯანიშვილის თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადებიდან - 90, გურანდა გაბუნიას დაბადებიდან კი, 85 წელი გავიდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა გაიხსენეს მათ მიერ განსახიერებულ როლები, წაიკითხეს ფრაგმენტები მათი ინტერვიუებიდან, სხვადასხვა სატელევიზიო თუ რადიოჩანაწერებიდან.
