ბათუმში ინდივიდუალური მომზადების ცენტრი გაიხსნა
ბათუმში ინდივიდუალური მომზადების ცენტრი გაიხსნა, რომელიც პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს მოემსახურება. ცენტრის გახსნის იდეა ვეტერან ფეხბურთელს გუჯა რუხაიას ეკუთვნის, რომელსაც უკრაინის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბში აქვს ნათამაშები. კარიერის ბოლოს კი თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა და გუნდის კაპიტანიც იყო.
