პარიზის მოდის კვირეული
პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, მაღალი მოდისთვის კარი ორსეს მუზეუმმა გააღო. 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ლუი ვიტონის სახლმა აჩვენა. ჩვენებას ესწრებოდა ფარელ უილიამსიც, რომელიც ცოტა ხნის წინ ლუი ვიტონის სამოდელო სახლის მამაკაცის ხაზის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. პარიზის მოდის კვირეული 7 მარტს დაიხურება.
