ისრაელში სასამართლო რეფორმების წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღას ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა
პრემიერმა აქციების იმ მონაწილეებზე ისაუბრა, რომლებიც პროტესტის ნიშნად, სამხედრო სამსახურზე უარის თქმით იმუქრებიან. პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, საფრთხეს უქმნის ისრაელის არსებობას.
