თურქეთში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი დაასახელა
თურქეთში ოპოზიციამ პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატი დაასახელა. 6 პარტიის მიერ მიღწეული შეთანხმებით, 14 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქემალ კილიჩდაროღლუ დაუპირისპირდება. 74 წლის კილიჩდაროღლუ თურქეთში სიდიდით მეორე, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერია.
