ვითარება უკრაინაში
გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა საოკუპაციო ძალების მხრიდან 140, მათ შორის 50 საავიაციო, 5 სარაკეტო და საარტილერიო საზალპო სისტემის 59 იერიში მოიგერიეს. ცნობას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. იერიშები ხორციელდებოდა უპილოტო საფრენი აპარატებითაც. სამიზნეში მოექცა ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის დასახლებული პუნქტები. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, აქტიური საბრძოლო მოქმედებებია კუპიანსკისა და ლიანის მიმართულებებზე, სადაც საოკუპაციო ძალები თავდაცვითი ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობენ.