სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გაეროს შტაბბინაში გაიმართა და საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
