პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
ნიუ იორკში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა.
