პარლამენტის სხდომაზე თავდაცვის კოდექსის პროექტს განიხილავენ
როგორც ცნობილია დოკუმენტი ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრაქტიკას ეფუძნება და მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, რაც თავდაცვის მიმართულებებს არეგულირებს. რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს , ამ მიმართულებით სასულიერო პირები შეღავათით ვეღარ ისარგებლებენ და ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევს, სტუდენტები კი, გადავადების მექანიზმით კვლავ ისარგებლებენ . სასულიერო პირებთან დაკავშირებულ ცვლილებას, მკაცრად აკრიტიკებს გირჩი.
