"აგენტების ამერიკული კანონი" ბათუმშიც გააპროტესტეს
“აგენტების ამერიკული კანონი” ბათუმშიც გააპროტესტეს. “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართა. შეკრებილებმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ასევე სტუდენტებს, რომლებმაც გაცვლითი პროგრამებით ისარგებლეს, პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
