სან ანტონიოში სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი შედგა
ქართველი კალათბურთელის გუნდმა აუთსაიდერ ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და 110-ით 122 წააგო. ამ შეხვედრაში მამუკელაშვილმა 16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 2-დან 2 სამ ქულიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. სან ანტონიო 16 მოგებითა და 48 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.
