U19 ხელბურთელთა ნაკრები კოსტა რიკაში
საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები კოსტა რიკაში გაემგზავრა, სადაც კონტინენტთა შორის თასზე გამოვა. 19 წლამდე ნაკრებმა ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო და ტურნირში ევროპის ზონის გამარჯევებულის სტატუსით იასპარეზებს. ჩვენი გუნდი 4 თამაშს ჩაატარებს, ჯგუფის გამარჯვებული, კი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც აგვისტოში ხორვატიაში გაიმართება. გიორგი გვაზავას გუნდი პირველ შეხვედრას 8 მარტს, ნიკარაგუას წინააღმდეგ გამართავს.
