ITB ბერლინის გახსნამდე ზუსტად ერთი დღე რჩება
გერმანიის დედაქალაქში საქართველო ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელია. უსაზღვრო სტუმართ მასპინძლობის ქვეყანა - ასეთია სლოგანი, რომლითაც საქართველო 180 ქვეყნის ეპიცენტრში მოექცევა და გამოფენის მთავარი ქვეყანა გახდება. მზადება თითქმის დასრულებულია, ადგილზე იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ITB ბერლინი ტურიზმის ინდუსტრიაში მთავარ მოთამაშეებს 9 მარტამდე უმასპინძლებს.
