სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
პრეზიდენტი ნიუ იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორ მხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან. დაგეგმილია ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს. ამერიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
