„თავდაცვის კოდექსზე“ მსჯელობა ხვალ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტზე განახლდება
სხდომაზე მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან ერთად მსჯელობის საგანი იქნება „გირჩის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებაც. „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას აპროტესტებს. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილება თავდაცვის მიმართულებით რეფორმის განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს.
