გია ვოლსკი შაბათის ქრონიკაში „აგენტების ამერიკული კანონის“ შესახებ
ახალი საფრთხის წინაშე ვდგებით, როდესაც ამერიკულ კანონს უწოდებენ რუსულს. ამის შესახებ ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ შაბათის ქრონიკაში განაცხადა და აღნიშნა, რომ იქმნება საფრთხე საქართველოს ხელისუფლების საქციელი, მისი განწყობა და პოზიცია არასწორად შეფასდეს და ამან მომავალში საქართველოს განვითარებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, სიტყვა რუსული კანონი მოგონილი და აბსურდია.