„აგენტების ამერიკული კანონი“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ აგენტების ამერიკულ კანონზე ხვალ იმსჯელებს. ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მოხდება, რის შემდეგაც მსჯელობა პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული ინიცირებული კანონპროექტის განხილვა გასულ კვირას ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ცვლილებების შინაარსს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია ორგანიზაციები აპროტესტებენ.
