სანდრო თავართქილაძის წარმატება
ავტოსპორტში საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მეორე ეტაპი სანდრო თავართქილაძის გამარჯვებით დასრულდა. მრბოლელები ერთმანეთს ნურ ბურგ რინგის ავტოდრომზე დაუპირისპირდნენ. კვალიფიკაცია ზედიზედ მეორედ არჩილ ციმაკურიძემ მოიგო, მეორე ადგილიდან კი სტარტი ჩემპიონატის დებიუტანტმა, ივანე მამაცაშვილმა აიღო, სტარტის პროცედურის დარღვევისთვის ორივე ლიდერმა ჯარიმა მიიღო, რითიც მესამე ადგილოსანმა, სანდრო თავართქილაძემ ისარგებლა და 2023 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა.
