კაპიტნის ვარჯიში
ხვალ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარ ფინალის გარდა ამ შეხვედრაში ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი შევარდენის ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გაიმართა. საქართველოსა და რუმინეთის გუნდებს შორის შეხვედრა ავჭალის სტადიონზე, 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
