შეხვედრა დევნილ ქალებთან
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა დევნილ ქალებთან. შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ომის ვეტერანებისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედები, მრავალშვილიანი დედები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებს მიულოცეს დედის დღე და ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, არსებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
