ათენში მანიფესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა
ათენში მანიფესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები 28 თებერვალს მომხდარ სარკინიგზო ავარიაზე პასუხისმგებლობას რკინიგზის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას აკისრებდნენ. პარლამენტის წინ შეკრებილმა მანიფესტანტებმა სამართალდამცველებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. აქციის დასაშლელად პოლიციამ ძალა გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
