ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნე მოაცილეს
ჯოზეფ ბაიდენს კანის ავთვისებიანი სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაცია თეთრი სახლის ექიმმა გაავრცელა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ოპერაცია 16 თებერვალს, უოლტერ რიდის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. მას ყველა დაზიანებული ქსოვილი მოაცილეს. თეთრი სახლის ლიდერს დამატებითი მკურნალობის ჩატარება არ დასჭირდა და ის სრულიად ჯანმრთელია.
