ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. რობერტა მეცოლა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება მიმდინარე წელს დავიწყოთ.“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ლიდერმა.
