საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით წარდგება
საქართველო მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობებით და უსაზღვრო-სტუმარ მასპინძლობით. აი თი ბი ბერლინის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჩვენი ქვეყნის ფოტოები უკვე გამოჩნდა საგამოფენო პავილიონებსა და ბერლინის ქუჩებში. ორ დღეში საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღონისძიებაზე მთავარ სცენას დაიკავებს. სტენდის ბოლო მოსამზადებელ სამუშაოებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, აი თი ბი ბერლინის დირექტორი გაეცნო.