პარტია „საქართველოსთვის“ წერილი
პარტია „საქართველოსთვის“ შალვა პაპუაშვილსა და ანრი ოხანაშვილს წერილით მიმართავს, რომ „ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ძირითად კანონპროექტთან ერთად მოხდეს. როგორც წერილშია აღნიშნული, დეპუტატებმა ისარგებლეს კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივით და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვამდე ბიუროზე, 2 მარტს დაარეგისტრირეს „ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი.
